
4
მარაგშია
„დიდი გეტსბი" არის კლასიკური რომანი, რომელიც ასახავს 1920-იანი წლების ამერიკას, ბრწყინვალე და რთულ ეპოქას, ფიცჯერალდის შეფასებით, ჰედონიზმის ხანას, ე.წ. Jazz Age-ს. ნაწარმოები მოგვითხრობს შთამბეჭდავ ისტორიას ღარიბი ოჯახიდან წამოსული კაცის, ჯეი გეტსბის შესახებ, რომლის უზარმაზარი მამული და ყოველკვირეული დიდებული წვეულებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — მიიპყროს დეიზი ბიუქენენის ყურადღება. რომანი გვთავაზობს ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტს სიყვარულის, ამბიციის, კლასობრივი განსხვავებებისა და ადამიანური სურვილების შესახებ. ასევე, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ამერიკული ოცნება ტრაგიკულ ილუზიად, მაშინ, როდესაც ადამიანი სრულიად მოკლებულია რეალობის განცდას. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს არაჩვეულებრივი ნაწარმოები არის არა მხოლოდ ეპოქის ამსახველი რომანი, არამედ უნიკალური მხატვრული ნაწარმოები, რომელიც უნივერსალური თემების განხილვით დროით კატეგორიას სცილდება. ამ გამოცემაში კი, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, ერთდროულად გაეცნოს ნაწარმოების როგორც ინგლისურ, ორიგინალ ვერსიას, ისე — ქართულენოვან თარგმანს.
მოუსმინე
წაიკითხე
25.00₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941381324
წიგნის ენა:
ქართული, ინგლისური
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
364
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2025