ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
წლები: 24 სექტემბერი 1896- 21 დეკემბერი 1940
ფრენსის სკოტ კეი ფიცჯერალდი — ამერიკელი მწერალი. მის შემოქმედებას ეკუთვნის რომანები და მოკლე მოთხრობები. მისი ნამუშევრები მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად. ფიცჯერლადი ითვლება 1920-იანი წლების „დაკარგული თაობის“ წევრად. მან დაასრულა ოთხი რომანი: „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“. მე-5, დაუსრულებელი რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ. ფიცჯერალდს ასევე დაწერილი აქვს ბევრი მოკლე მოთხრობა.