როგორ გავიარო რეგისტრაცია/ავტორიზაცია?

საიტზე რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ბმულს რეგისტრაცია.

რეგისტრაცია/ავტორიზაცია შეგიძლიათ გაიაროთ Facebook-ის, Google-ის ან ელექტრონული ფოსტის დახმარებით.

ელფოსტით რეგისტრაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეავსოთ ტელეფონის ნომრის ველი - ჩაწეროთ აქტიური მობილურის ნომერი, რომელზეც მოგივათ აქტივაციის კოდი. კოდის შეყვანის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია ვებგვერდზე.

როგორ აღვადგინო პაროლი?

პაროლის აღსადგენად ისარგებლეთ ბმულით „დაგავიწყდათ პაროლი?“

მომდევნო გვერდზე ფორმაში მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოგივათ ვერიფიკაციის კოდი. კოდის შეყვანის შემდეგ ჩაწერეთ ახალი პაროლი და დაადასტურეთ.

როგორ ვიპოვო სასურველი წიგნი?

1.თუ ეძებთ კონკრეტულ წიგნს, გამოიყენეთ საძიებო ველი: ველში აკრიფეთ წიგნის დასახელება ან ავტორი. სისტემა გამოგიტანთ შედეგებს, რომლებიც თქვენ მიერ მითითებულ სიტყვას შეესაბამება.

2.მთავარ მენიუში აირჩიეთ „წიგნები“. საიტი გამოიტანს ყველა წიგნს, რაც საიტზე არსებობს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრები:

1.საიტზე წიგნები დალაგებულია სიახლეების და პოპულარობის მიხედვით. შეგიძლიათ წიგნები დაალაგოთ ჟანრის, ასაკის, ფასის, წიგნის ტიპის ( აუდიო, ელექტრონული, ფიზიკური) მიხედვით;

2. ასაკის მიხედვით. გამოაჩინეთ მხოლოდ შესაბამისი ასაკის წიგნები;

3.ჟანრები. საიტზე წიგნები გადანაწილებულია სხვადასხვა ჟანრებში. გამოიყენეთ ფილტრის ეს ინსტრუმენტი, რათა ნახოთ მხოლოდ შესაბამისი ჟანრის წიგნები.

როგორ შევიძინო წიგნი?

სასურველი წიგნის არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „დაამატე კალათაში“. სასურველი წიგნების შერჩევის შემდეგ გადადით „კალათაში“.

გადაამოწმეთ არჩეული წიგნები და მათი რაოდენობა. როდესაც დარწმუნდებით, რომ ინფორმაცია სწორია, დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა“.

შეავსეთ ან/და გადაამოწმეთ აუცილებელი ველები (სახელი, გვარი, ზუსტი მისამართი, ქალაქი, მობილურის ნომერი, პირადი ნომერი და ელფოსტა) და დააჭირეთ „გაგრძელება“-ს, რათა გადაიხადოთ თანხა. ამ ველების შევსება საჭიროა მხოლოდ ერთხელ. საიტი დაიმახსოვრებს ამ ჩანაწერს და მომდევნო შეკვეთის შემთხვევაში შევსება აღარ დაგჭირდებათ.

შეკვეთის გაფორმების შესახებ ტელეფონის ნომერზე მოგივათ შეტყობინება, ხოლო ფოსტა შეკვეთას თბილისის მასშტაბით 3 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 6 სამუშაო დღეში მოგიტანთ.

როგორ შევავსო მისამართის ველები სწორად?

შეკვეთის დროულად და შეუფერხებლად მისაღებად, საჭიროა სწორად შეავსოთ მისამართის ველები.

მისამართის ველების შევსება შეგიძლიათ როგორც შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში, ისე „მომხმარებლის კაბინეტიდან“.

მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.

მიუთითეთ თქვენი მისამართი: მიკრორაიონი, კორპუსი, ქუჩის დასახელება და ა.შ.

მიუთითეთ ქალაქი. მაგ. თელავი, ბათუმი და ა.შ.

მიუთითეთ რაიონი ან რეგიონი.

მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, სადაც მოგივათ ინფორმაცია შეკვეთის გაფორმების შესახებ.

შენიშვნა: გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია, რათა კურიერს არ გაუჭირდეს თქვენთვის წიგნების მოწოდება.

გადახდის რა მეთოდები არსებობს?

შეკვეთის გასაფორმებლად შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის სამი მეთოდიდან ერთ-ერთი:

1.ნებისმიერი ბანკის ბარათით. ამისთვის საჭიროა შეიყვანოთ ბარათის მონაცემები.

2.ბალანსით შეძენა. ბალანსით შესაძენად უნდა შეავსოთ ბალანსი, ამისთვის ჩამოშალეთ პირადი პანელი, აირჩიეთ ბალანსის შევსება, მიუთითეთ სასურველი თანხა და შემდეგ მიყევით ბანკის ინსტრუქციას.

3.ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით. განვადებით სარგებლობისთვის საჭიროა შეკვეთის ჯამური ღირებულება შეადგენდეს მინიმუმ 100 ლარს. კალათაში მინიმუმ 100 ლარის ღირებულების წიგნების შეგროვების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს განვადება და მიჰყევით ბანკის ინსტრუქციას.

რა ჯდება წიგნის ადგილზე მიტანის სერვისი?

წიგნის მიტანის სერვისის ღირებულება თბილისის მასშტაბით 5 ლარია, ხოლო რეგიონებში 8 ლარი.

რა ვადაში ხდება შეკვეთის მიწოდება?

შეკვეთის გაფორმებიდან თბილისში 3 სამუშაო, ხოლო რეგიონებში 6 სამუშაო დღეში მოგაწვდით ფოსტა შეკვეთას.

სად ვნახო ჩემი შეკვეთილი წიგნები?

ჩამოშალეთ პირადი მონაცემების პანელი და და დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთები“.შეკვეთები შეგიძლიათ იხილოთ როგორც წარმატებული, ისე უარყოფილი სტატუსით.

როგორ დაგიკავშირდეთ?

დაგვირეკეთ: 032 2 47 00 45 ან 577 65 71 86

მოგვწერეთ: book@palitra.ge

მისამართი: იოსებიძის ქ. №49, 0160, თბილისი, საქართველო

ვის მივმართო ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის დროს?

ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე: booksupport@palitra.ge