წინამდებარე პოლიტიკის საფუძველზე რეგულირდება მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი და უზრუნველყოფილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ არასანქცირებული წვდომისგან.
კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებგვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, გამოიყენოს მონაცემები მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განუხრელად დაცვა.
ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
მმართველი კომპანია/კომპანია - შპს “გამომცემლობა პალიტრა L“ (ს/კ 205236369) არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება(რეგისტრაციის თარიღი 04/01/2008) იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49, ფაქტობრივი მისამართი:საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, იოსებიძის ქ., №49. ელექტრონული ფოსტა: book@palitra.ge ცხელი ხაზი: 032 2 47 00 45
ვებგვერდი -კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი www.palitral.ge
პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) −ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება . ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ , მათ შორის , სახელით , გვარით , საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით , ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით , ფიზიკური , ფიზიოლოგიური , ფსიქიკური , ფსიქოლოგიური , გენეტიკური , ეკონომიკური , კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან /და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.
მონაცემთა ავტომატური საშუალებებით დამუშავება − მონაცემთა დამუშავება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად ) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება.
მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა − თანხმობა, რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან რომელიც მან სხვაგვარად გამოხატა წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად ) მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი , იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება , რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს , უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი ,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება , რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით . დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი.
მესამე პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა,სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით.
პირდაპირი მარკეტინგი − ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან /და მხარდაჭერის მიზნით. პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.
პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა , რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად , კერძოდ , იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას , რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს , მის ეკონომიკურ მდგომარეობას , ჯანმრთელობას , პირად ინტერესებს , სანდოობას , ქცევას , ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;
ფაილური სისტემა − მონაცემთა სტრუქტურიზებული წყება , რომელშიც ისინი დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით.
მონაცემთა დეპერსონალიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება , როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას , ხარჯებს ან /და დროს საჭიროებს.
მონაცემთა ფსევდონიმიზაცია − მონაცემთა იმგვარი დამუშავება , როდესაც დამატებითი ინფორმაციის გამოყენების გარეშე შეუძლებელია მონაცემების კონკრეტულ მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირება და ეს დამატებითი ინფორმაცია შენახულია ცალკე და ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მეშვეობით მონაცემების იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირება არ ხდება.
მონაცემთა დაბლოკვა − მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა ) დროებით შეჩერება.
ინციდენტი − მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა , რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას , დაკარგვას , აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას , განადგურებას , შეცვლას , მათზე წვდომას , მათ შეგროვებას /მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.