წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს
„გამომცემლობა პალიტრა L”-ს (ს/კ205236369 ) შორის დადებულ
სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას,რომლითაც
რეგულირდება მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების პირობები.
საიტზე შემოსვლისას თქვენზე ავტომატურად მოქმედებს წინამდებარე
წესები და პირობები.
კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის
ინტერესების დაცვაზე და მისთვის მიწოდებული ინფორმაციის
უსაფრთხოებაზე. ამავე დროს კომპანია აცხადებს,რომ მომხმარებლისგან
მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს ლეგიტიმურად,
კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
მითითებული მიზნის მისაღწევად.
საიტზე რეგისტრაციისას სავალდებულოა მომხმარებლის მიერ
წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალურობის
პოლიტიკაზე თანხმობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი ვერ
შეძლებს საიტით სარგებლობას. შპს „გამომცემლობა პალიტრა L“
უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად,ამავე წესებსა და
პირობებში მითითების გზით,შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში
მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
მომხმარებელი წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით
(„ვეთანხმები პირობებს“ უჯრის მონიშვნით) ადასტურებს, რომ სურს
კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისით სარგებლობა.
გთხოვთ,პლატფორმით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე
წესებსა და პირობებს.
ტერმინთა განმარტება
-
განცხადებები და გარანტიები:
- საიტზე
რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას
იძლევა,რომ:
-
აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს
წინამდებარე წესებითა და პირობებით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
-
გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და
ყოველგვარ საჭირო ზომას მიიღებს მის
შესასრულებლად.
-
უზრუნველყოფს მის პირად ანგარიშზე არსებული
ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას.
კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი
მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების
შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე.
-
არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელში
ნებისმიერი სახის
შეურაცხმყოფელ/დისკრიმინაციულ ფრაზას.
-
არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელში
ნებისმიერი სახის
შეურაცხმყოფელ/დისკრიმინაციულ ფრაზას.
-
იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი
ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ
ქმედებაზე.
-
ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახავს მისი პირადი
ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდებს და
არასდროს გაუმჟღავნებს მათ მესამე პირებს.
ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე,
კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს,
შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება
ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და
ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი
განახლება.
-
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც
იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით,
წინამდებარე წესებითა და პირობებით და საიტის
კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
-
დაიცავს საიტზე რეგისტრაციისას მითითებული
ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
-
დაიცავს საიტზე განთავსებულ მასალაზე საავტორო
უფლებებს და არ გამოიყენებს მმართველი
კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე.
-
მომხარებელი ასევე აცხადებს გარანტიას, რომ ის
არის სრულწლოვანი.
-
რეგისტრაციის/ავტორიზაციის წესები
-
საიტის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობის
მიზნით აუცილებელია საიტზე რეგისტრაციის გავლა.
-
მომხმარებლის მიერ
www.palitral.ge ვებგვერდზე რეგისტრაცია
ხორციელდება მისი მხრიდან
სახელის, გვარის, მობილური ტელეფონის ნომრისა და
ელ.ფოსტის
მითითების გზით.
-
მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის მიერ ოპერირებად
www.palitral.ge ვებგვერდზე ავტორიზაცია გაიაროს ისეთი
ე,წ Third party სერვისების საშუალებით ,
როგორიცაა:Google; Facebook. ავტორიზაციის აღნიშნული
მეთოდის გამოყენებისას კომპანიას გადაეცემა
მომხმარებელთან დაკავშირებული შემდეგი სახის
პერსონალური მონაცემები:სახელი,გვარი,ელექტრონული
ფოსტის მისამართი.
-
რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი
დაეთანხმოს საიტით სარგებლობის წესებსა და პირობებს,
ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
-
საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მოხმარებელი შეძლებს
მმართველი კომპანიის მიერ შემოთავაზებული
მომსახურეობის მიღებას და საიტზე განთავსებული
ნივთების შეძენას.
-
საიტზე რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდგომ
მომხმარებელი უფლებამოსილია პირად პროფილში
დაამატოს/შეცვალოს/წაშალოს თავისი პერსონალური
მონაცემები.
- საიტზე შემდგომი სარგებლობის მიზნით
მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია:მობილური
ტელეფონის ნომრისა და სისტემაში შესასვლელი პაროლის
მითითების გზით. მომხმარებელს ავტორიზაციის გავლა
ასევე შეუძლია ე,წ Third party სერვისების საშუალებით
, როგორიცაა:Google; Facebook
-
პროდუქციის აღწერილობა
palitral.ge-ზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ, დეტალურად
გადახედოთ როგორც წიგნზე ინფორმაციას, ისე მის ფასებს. თუ
პროდუქტის აღწერილობა არ ემთხვევა მიღებულ პროდუქციას,
კომპანია კისრულობს ვალდებულებას პროდუქცია დაიბრუნოს
უკან.
-
შეკვეთა
-
palitral.ge შეკვეთის მიწოდებისას იყენებს საკურიერო
მომსახურებას. შეკვეთისას უთითებთ სახელს, გვარს,
პირად ნომერს, ელ ფოსტას, საკონტაქტო ნომერსა
და ფაქტობრივ მისამართს. აღნიშნული ინფორმაციის
მიწოდების გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს მიწოდების
სერვისით სარგებლობას.
-
შეკვეთის შემდეგ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას
სმს-ის სახით, რის შემდეგაც მოხდება ნივთის
ტრანსპორტირება.
-
მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტარიფი: თბილისი –5 ლარი, რეგიონები – 8
ლარი.მიწოდების მაქსიმალური ვადა: თბილისი – ოთხი
სამუშაო დღე, რეგიონები – შეკვეთიდან შვიდი სამუშაო
დღე.
-
შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში კომპანიას
დასჭირდეს განსაზღვრულ ვადზე მეტი დრო. * შეკვეთილი
პროდუქტები და დეტალები გამოჩნდება შეკვეთების
გვერდზე.
-
შეკვეთის მიღების დროს კურიერის თანდასწრებით უნდა
შეამოწმოთ, პროდუქციას აქვს თუ არა ნაკლი. თუ
პროდუქცია არის ნაკლიანი, მომხმარებელს უფლება აქვს არ
ჩაიბაროს შეკვეთა და ვალდებულია დაუყოვნებლივ
დაუკავშირდეს კომპანიას.
-
ფასები და შეკვეთის ღირებულების გადახდა
-
ვებგვერდზე განთავსებული ყველა წიგნის ფასი მოცემულია
ლარში. ფასები შეიძლება შეცვალოს ადმინისტრაციამ
ნებისმიერ დროს. * ფასი არ იცვლება მომხმარებლისთვის,
თუ მას უკვე შეკვეთილი აქვს წიგნი.
-
შეკვეთის ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ რამდენიმე
გზით:
-
შეკვეთის ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ საქართველოს
ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ბარათებით. მომხარებელი
თავისი სურვილის შემთხვევაში განსაზღვრავს სურს თუ არა
ბარათის მონაცემების დამახსოვრება. „გადახდა“ ღილაკზე
ხელის დაჭერის გზით მოხმარებელი გადადის ახალ
გვერდზე,სადაც ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების
მითითება ხდება უშუალოდ საგადასახადო მომსახურეობის
პროვაიდერთან, შედეგად ბარათის საიდენტიფიკაციო
მონაცემებთან შპს „გამომცემლობა პალიტრა L“-ს წვდომა
არ აქვს.
-
Plus და MR ქულებით ანგარიშსწორება- ქულების
კონვერტირებას ახდებს ბანკი, მის მიერვე განსაზღვრული
წესებით.
-
ანგარიშსწორების შემდეგი ფორმაა, ბალანსით გადახდა-
მომხმარებელს palitral.ge-ს საიტზე აქვს ბალანსი,
ბალანსზე არსებული თანხის გამოყენება შეგიძლიათ
შეკვეთის ღირებულების დასაფარად. მომხარებლის სურვილით
ანგარიშის გაუქმებისას ნულდება ბალანსზე არსებული
თანხა.
-
ონლაინ განვადებით- შეკვეთის ღირებულების დაფარვა რიგ
შემთხვევაში შეიძლება განვადებით. ამისთვის უნდა
მიჰყვეთ საიტზე მითითებულ ინსტრუქციას.
-
ნაწილ-ნაწილ გადახდით- შეკვეთის ღირებულების დაფარვა
რიგ შემთხვევაში შეიძლება ნაწილ-ნაწილ. ამისთვის უნდა
მიჰყვეთ საიტზე მითითებულ ინსტრუქციას.
-
კომპანიის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
-
მოვაჭრის ვალდებულებები:
-
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების
შესაბამისი საქონელი;
-
საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ
იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ
მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას
აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ
მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს
ჰქონდა.
-
კომპანია პასუხს არ აგებს არასწორად
მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის
საფუძველზე მომხმარებლისთვის ან/და მესამე
პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ
ზიანზე/ზარალზე.
-
მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის
შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია
დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის ანგარიში.
-
კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე
მისი ყველა თანამშრომლის, ნებისმიერ
პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და
მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ
ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
-
მომხმარებლის უფლებები (კანონისმიერი გარანტია)
-
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა,
მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს
ნაკლის აღმოფხვრა (მომხმარებელმა კურიერის
თანდასწრებით უნდა შეამოწმოს ნივთი და ნაკლის
შემთხვევაში მიმართოს კომპანიას) (საქონლის
უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის
შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
-
საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის
პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება
აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ
შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე,
შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ
დიდ ხარჯს მოითხოვს; საქონელი შეკეთებული ან
შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში.
-
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის
ფასის შემცირება ან უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი
პირობა: ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა
შეუძლებელია; ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ
ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და
მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი
ინტერესი დაკარგა;
-
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი
უმნიშვნელოა.
-
მმხარეთა პასუხისმგებლობა
-
თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე
მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი
და კეთილსინდისიერი შესრულება.
-
მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ
ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა
სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან
არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული
ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო
ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს
ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
-
ნივთის დაბრუნების პირობები
-
წინამდებარე მუხლის დებულებები, რომელიც შეეხება 14
(თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში ნივთის
უპირობო დაბრუნებას, ვრცელდება მხოლოდ მომხმარებლებზე,
რომლებიც არიან ფიზიკური პირები.
-
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი
ნივთის/პროდუქტის დაბრუნების უფლებით. ნივთის
დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა თქვენი
პროფილიდან შეკვეთების გვერდზე არსებული დაბრუნების
ფორმის სრულად შევსება. (ფორმა განთავსებულია შეკვეთის
ისტორიაში თითოეული ნივთის გასწვრივ. აღნიშნულის
განსახორციელებლად, თქვენ უნდა გადახვიდეთ შეკვეთის
ისტორიაში, ნახოთ კონკრეტულად დასაბრუნებელი ნივთი და
დააჭიროთ მის გასწვრივ არსებულ დაბრუნების ღილაკს.)
-
ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ
ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის
მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის
განმავლობაში.
-
თუ თქვენ 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეში დაბრუნების
ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების
ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების
უფლებას.
-
დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 7
(შვიდი) კალენდარული დღე, რათა მოახდინოთ
კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის
გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს
ნივთი)
-
ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ განახორციელოთ კომპანიის
შემდეგ მისამართზე: თინა იოსებიძის 49
ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, დღის შემდეგ
მონაკვეთში: 09:30- 18:00 სთ.
-
ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30
ლარამდე ნივთები და სხვა). შესაბამისად, ასეთ ნივთებზე
დაბრუნების ფორმას ვერ შეავსებთ დაბრუნების ღილაკზე
დაჭერით. იმ შემთხვევაში, თუ საგამონაკლისო ნივთებს
ჩაბარების მომენტში აღენიშნებათ ხარვეზი და მას
კურიერის თანდასწრებით აღმოაჩენთ, პრეტენზია უნდა
დააფიქსიროთ კომპანიასთან დაუყივნებლივ.
-
ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს
კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს
გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და
დოკუმენტი.
-
თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილს/დოკუმენტს
აღენიშნება რაიმე სახის ცვლილება, (ყდის/ფურცლის
დაზიანება; წიგნს ეტყობა გამოყენების კვალი და სხვა
ცვლილებები) კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ
დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად,
დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი სამუშაოების
ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14
სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე
შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.
-
პროდუქციის შეკვეთის გაუქმება
palitral.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა
დააბრუნოს იმ შემთხვევაში, თუ: ა) თანხის გადახდიდან
მაქსიმუმ 8 სამუშაო დღის განმავლობაში მომხმარებელს არ
მიეწოდა შეძენილი ნივთი; ბ) მიწოდებული პროდუქტი არ
ემთხვევა შეძენილს; გ) ნივთი დაზიანებულია. (ამ
შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ
დაზიანებას კურიერის თანდასწრებით აღმოაჩენთ)
-
მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი
-
წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები,
ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი
ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ
ანგარიშის გაუქმებამდე.
-
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია
შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე
წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე
მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის
მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი
სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სრულად დაფარვის შემდეგ.
-
მარეგულირებელი კანონმდებლობა
-
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და
განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
-
თუ მომხმარებელს რაიმე სახის პრეტენზია გააჩნია
კომპანიის მიმართ, უნდა მოგვმართოს შემდეგ ელექტრონულ
ფოსტაზე: book@palitra.ge ან მოვიდეს ადგილზე (მის:
თბილისი, იოსებიძის 49) და დააფიქსიროს პრეტენზია,
პრეტენზიის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის
ვადაში განიხილავს და უბრუნებს პასუხს მომხმარებელს.
-
მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი
უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების
მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის
საქალაქო სასამართლო. მომხარებელს ასევე შეუძლია
მიმართოს სსიპ- საქართველოს კონკურენციის სააგენტოს.
-
ფორს–მაჟორი
-
არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების
მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ
შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური
კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით,
სამთავრობო გადაწყვეტილებებით, ეს მოვლენები დაიწყო ან
განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
-
თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე
მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების
წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით
განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება
დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის
შესაბამისად.
-
მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება,
ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო
ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს
მეორე მხარეს.
-
შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა
იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან
სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
-
დასკვნითი დებულებები
-
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის
ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების
ბათილობას.
-
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად,
საიტზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ
ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში
მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
-
ცვლილებები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ.
მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის განთავსებამდე
გადაამოწმოს წესები და პირობები და გაეცნოთ მათ
პერიოდულად. ზემოთ ხსენებული ცვლილების შემდეგ საიტისა
და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება
მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
-
საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული
წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება
საქართველოს კანონმდებლობით.
-
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად მომხმარებელს
შეუძლია მიმართოს კომპანიის კლიენტთა მომსახურების
ცენტრს ნომერზე 032 2 47 00 45 ან მიმართოს კომპანიას
ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე
book@palitra.ge