
10
მარაგშია
ლუის კენედის „შეცოდებანი“ არის წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება სურთ „არაჩვეულებრივ“ დროებაში. მთავარი გმირი, კუშლა ლავერი, ახალგაზრდა ქალია, რომელიც ირლანდიის პატარა ქალაქში ცხოვრობს. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც ერთ საღამოს, პაბში, ბელფასტელ ცოლიან მამაკაცს ხვდება და, შედეგად, სულ უფრო მეტად ეფლობა იმ რეალობაში, სადაც სიყვარულს საზღვრები აქვს, ინდივიდუალური სურვილები და სოციალური რეალობა კი ხშირად შეუთავსებელია. „მნიშვნელობა არა აქვს, რას აკეთებ, — უთხრა მაიკლმა კუშლას, — მთავარია, ვინ ხარ“. და შემდეგ, მკითხველი ხედავს, რომ მთელი თხრობა ამ ბუნდოვანებას ეხება — რეალისტური ნაწარმოების ტრადიციულ თემას, ქმედებისა და პიროვნების ჭეშმარიტი რაობის შეპირისპირებას, რომელიც წიგნში სოციალურ-პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ვითარდება. რა ფასად უჯდება წყვილს აკრძალული კავშირი? ანდა რამდენად შესაძლებელია ბედნიერების პოვნა სამყაროში, სადაც „ვინ ხარ“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „რას აკეთებ?“
მოუსმინე
წაიკითხე
16.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941385506
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
344
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2025