ლუიზ კენედი
წლები: -
ლუიზ კენედი ირლანდიელი მწერალია, რომელმაც ბოლო წლებში დიდი აღიარება მოიპოვა. იგი გაიზარდა ბელფასტის მახლობლად, ჩრდილოეთ ირლანდიაში და ცხოვრების დიდი ნაწილი მზარეულად მუშაობდა, მანამ, სანამ 40-იან წლებში წერა არ დაიწყო. კენედიმ ლიტერატურული კარიერის დასაწყისში სახელი გაითქვა მოკლე მოთხრობებით, რომლებიც ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალში, მათ შორის: The Stinging Fly, The Tangerine, Banshee, Wasafiri და Ambit. 2021 წელს კენედიმ გამოსცა თავისი სადებიუტო მოკლე მოთხრობების კრებული, The End of the World is a Cul de Sac, რომელმაც კკრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. ამ წარმატების შემდეგ, 2022 წელს, გამოაქვეყნა პირველი რომანი — „შეცოდებანი". კენედი აქტიურად თანამშრომლობს გამოცემებთან — The Guardian და The Irish Times, ასევე BBC Radio 4-თან. აქვს მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი შემოქმედებით წერაში.