
3
არ არის მარაგში
ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი ადამიანებს ართმევს უკანასკნელს – პატივსა და ღირსებას, აიძულებს, მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. ავტორი გვიამბობს იმ ადამიანთა გრძნობებსა და განცდებზე, რომლებიც ცდილობენ ძნელბედობის ჟამს შეინარჩუნონ არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანური სახე, საკუთარი მრწამსი და იმედი, რომ ოდესმე ეს ჯოჯოხეთი უთუოდ დასრულდება. ”ლისაბონის ღამე“ პირველად 1961 წელს გამოიცა. ეს არის ემიგრაციის, ფაშიზმთან შეურიგებლობისა და ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, სადაც ვერ შეხვდებით პოლიტიკურ ლოზუნგებსა და პათეტიკას. ეს რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი ”დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ამბავია.
მოუსმინე
წაიკითხე
14.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941382857
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
312
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2021