ერიხ მარია რემარკი
წლები: 22 ივნისი 1898- 25 სექტემბერი 1970
მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“.