27 დეკემბრიდან მიღებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება 3 იანვრიდან
თეონა დოლენჯაშვილი
წლები: -
თეონა დოლენჯაშვილი (დ. 25 თებერვალი, 1977, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი. თეონა დოლენჯაშვილი დაიბადა 1977 წლის 25 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და კინორეჟისურის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 2010 წლიდან არის გაზეთ „24 საათი – Weekend-ის“ ლიტერატურული დამატება „წიგნების“ რედაქტორი; 2011 წელს იყო ქართული ლიტერატურული ჟურნალის „თავისუფალი დროის“ რედაქტორი; 2004 წლიდან დაიწყო ნაწარმოებების გამოქვეყნება.