მერილინ რობინსონი
წლები: -
მერილინ რობინსონი (ინგლ. Marilynne Robinson, დ. 26 ნოემბერი, 1943 წ., სენდპოინტი, აიდაჰო) — ამერიკელი მწერალი. 1966 წელს დაამთავრა პემბროკის კოლეჯი, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ვაშინგტონის უნივერსიტეტში 1977 წელს. პირველმა რომანმა „სახლის მოვლა“ მოიპოვა ჰემინგუეის სახელობის პრემია საუკეთესო რომანისთვის და წარდგენილი იყო პულიცერის პრემიაზე. მეორე რომანმა „გილეადი“ (2004), კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და პულიცერის პრემია მოიპოვა 2005 წელს. მასვე ეკუთვნის „ადამის სიკვდილი: ესეები თანამედროვე აზროვნებაზე''.