https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22ae698b86.72916770.jpg

ჯორჯ ორუელი

წლები: 25 ივნისი 1903- 21 იანვარი 1950

ჯორჯ ორუელი — ნამდვილი სახელი ერიკ ართურ ბლერი — ინგლისელი მწერალი, ესეისტი და ჟურნალისტი იყო. იგი დაიბადა 1903 წლის 25 ივნისს ბრიტანეთის ინდოეთში და გარდაიცვალა 1950 წლის 21 იანვარს ლონდონში. ორუელი ცნობილია პოლიტიკური და სოციალური თემების მკაფიო კრიტიკით. მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა „ცხოველების ფერმა“ და „1984“, რომლებშიც ავტორი ტოტალიტარიზმს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება.