
მარაგშია
ლელა ცუცქირიძე პოეტურ განზომილებას ანიჭებს 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრების ამბავს, რომელიც ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სასტიკ ომებს შორისაა გაჩხერილი. პოეტისა და მხატვრის თვალი სამუდამოდ იმახსოვრებს და შემდეგ ქართული ენის ამოუწურავი გამომსახველობითი შესაძლებლობების გამოყენებით მხატვრულ სახეებად გარდაქმნის იმ უმშვენიერესსა და უმნიშვნელოვანეს განცდებს, წამებს, საგნებსა თუ მოვლენებს, რასაც რეალობის ყოველდღიურობაში ჩაკარგული სხვა ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ; ან, თუკი ამჩნევენ, ვერ იცლიან ნანახსა და განცდილში ჩასაღრმავებლად. პოეტი ნახატებივით წერს ლექსებს, რომლებსაც თითქოს ავალდებულებს, შემოინახონ ყოვედღიურობის გაწამაწიაში შემხვედრი თითოეული მცირე თუ დიდი, მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა - ის, რაც პოეტის თვალსაწიერში მოხვდა, ღრმად ჩაიბეჭდა მის გონებაში და შემდეგ პოეტურ ფიგურებად იქცა სხვა ადამიანებისთვის გასაზიარებლად. სწორედ გაზიარებისა და თანაგანცდისთვის შექმნილი პოეტური კრებულია ახლა თქვენ წინაშე, როგორც პოეზიის მაკურნებელი ძალის კიდევ ერთი დასტური.
მოუსმინე
წაიკითხე
16.99₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941388033
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
152
წიგნის ფორმატი:
125/175
გამოშვების წელი:
2026