
10
1963 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი მწერლის, კურტ ვონეგუტის (1922-2007), მეოთხე რომანი „კატის აკვანი“, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით შეზავებული აპოკალიპტური სატირის ნიმუშია. რომანი 127 მცირე თავისგან შედგება და იწყება პერსონაჟის მონოლოგით, რომელიც აპირებს, დოკუმენტურად აღწეროს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე (1945 წლის 6 აგვისტო -ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოვარდა) და ინფორმაციის მისაღებად ბომბის შემქმნელი ფიზიკოსის შვილებს უკავშირდება. წიგნი წარმოადგენს პოლიტიკური და ეთიკური საკითხების მძაფრ კრიტიკას შავი იუმორის გამოყენებით. ვონეგუტი განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: მეცნიერების ეთიკა, გულგრილი ღმერთის იდეა, რელიგიის რეალისტური ფუნქცია, მოქალაქის პიროვნული პასუხისმგებლობა, პროფესიული ინდიფერენტიზმი, გამანადგურებელი ტექნოლოგიები და კაცობრიობის მომავალი. მწერალი ამხელს ომს, როგორც ადამიანების მიერ მოგონილ ყველაზე უაზრო და უშედეგო თამაშს. ამ იდეის შესაბამისად, ნაწარმოებს სწორედ თამაშისა და აბსურდის ელემენტებით შექმნილი საბავშვო გასართობის სახელი ჰქვია, როგორც ამქვეყნიური ამაოების მეტაფორა.
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941387418
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
312
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2026