logo
basket
flag

წიგნები

თინეიჯერებისთვის

საიდუმლოებით მოცული გოგონები

საიდუმლოებით მოცული გოგონები

საიდუმლოებით მოცული გოგონები

5

მარაგშია

"როგორ ხსნიდა შიფრს და ეხმარებოდა სამშობლოს ომის მოგებაში ათი გოგონა გატეხე კოდი. შეინახე საიდუმლო. მოიგე ომი. ბრიტანეთში ყველაზე საიდუმლო ადგილას იმუშავებ და იქ მიმდინარე ყოველგვარ საქმიანობას ომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ეს სამსახური ისეთი გასაიდუმლოებულია, რომ მხოლოდ იმას გეტყვიან, რისი ცოდნაც გჭირდება, და ვერასოდეს, ვერასოდეს გაიგებ მეტს. შიფრის გატეხაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ საიდუმლოს შენახვაა. უნდა გამოცხადდეთ სადგურ 10-ში, ბლეჩლი-პარკში, ბაკინგემშირში, ოთხი დღის შემდეგ... ეს ლაკონიური ტელეგრამა მიიღო მთელ ბრიტანეთში ასობით გოგონამ 1941 წლის გაზაფხულზე, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. როცა ისინი მივიდნენ სადგურ 10-ში, დიდ, მოძველებულ მამულში, რომელსაც გარს ერტყა სპარტანული იერის ქოხები პატარა საკვამურებით, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაში გაყვეს თავი. რატომ აირჩიეს ისინი? _ უმეტესობა ვერასოდეს გაიგებს პასუხს ამ შეკითხვაზე. ბლეჩლი-პარკი მეორე მსოფლიო ომის კარგად დაცული საიდუმლო იყო კოდური სახელით _ `სადგური 10`. ნაცისტების წერილობითი კომუნიკაციის კოდის გატეხის საიდუმლო სამუშაოს შეეძლო განესაზღვრა, გაიმარჯვებდნენ თუ დამარცხდებოდნენ მოკავშირეები ჰიტლერის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. იქ, ბრწყინვალე კრიპტოგრაფებისა და გონებაგაფანტული პროფესორების გარდა, მუშაობდნენ გოგონებიც. ზოგს უმაღლესი მათემატიკა ესმოდა, სხვებმა ენები იცოდნენ. ისინი მართავდნენ ვეებერთელა ბომბის მანქანებს, შინაარსს სძენდნენ უსადენო ხმოვან ტალღებს და არჩევდნენ დაშიფრულ შეტყობინებებს. მათ უნაკლოდ უნდა შეესრულებინათ სამუშაო და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნდა შეენახათ საიდუმლო. გასაოცარი, დაძაბულობითა და მღელვარებით სავსე გაუხმაურებელი ამბავი ომში ახალგაზრდების უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ, რომელიც აღაფრთოვანებს მკითხველს."

მოუსმინე

წაიკითხე

16.95₾


რაოდენობა

1

თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი

რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი

50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება

deliverydetails
  • თბილისი 5.00₾ - შეძენიდან 4 სამუშაო დღე.
  • რეგიონები 8.00₾ - შეძენიდან 7 სამუშაო დღე.
  • 50.00₾ და მეტი ღირებულების შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება.
  • ჟანრი:


    თინეიჯერებისთვის

    ასაკი:


    13-19 წლამდე

    სერია:


    Liberteens

    ISBN:


    9789941382413

    წიგნის ენა:


    ქართული

    გვერდები:


    328

    წიგნის ფორმატი:


    14x21

    გამოშვების წელი:


    2025

    მსგავსი წიგნები