
9
მარაგშია
"უკვე დიდი ხანია, რაც შერლოკ ჰოლმსი მთელ მსოფლიოში მკითხველთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. არაერთხელ გამოიცა ართურ კონან დოილის რომანები და მოთხრობების კრებულები, რომლებშიც ლეგენდარული დეტექტივი რთული საქმეების გახსნას ჩვეული ოსტატობით ახერხებს. თუმცა ის, რაც ამ გამოცემას გამოარჩევს, მისი „კანონიკურობაა“ _ ართურ კონან დოილის ხუთტომეული აერთიანებს ყველა იმ ორიგინალ ტექსტს, რომლებიც მან შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერა. 4 რომანი და ქრონოლოგიურად დალაგებული 56 მოთხრობა ხუთ წიგნად გამოიცემა და განსაკუთრებული შენაძენი იქნება დეტექტიური ლიტერატურის მოყვარულებისთვის. პირველ ტომში წაიკითხავთ რომანს „ალისფერი კვალი“ და მოთხრობებს კრებულიდან „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“; მეორე ტომში _ „ოთხთა ნიშანსა“ და „შერლოკ ჰოლმსის მოგონებებს“, რომელშიც 11 მოთხრობა შედის; მესამე ტომში დაგხვდებათ 13 მოთხრობისგან შემდგარი „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება“, ხოლო მეოთხე ტომი „ბასკერვილების ძაღლსა“ და მოთხრობების კრებულს, „გამოსათხოვარ თავის დაკვრას“, დაეთმობა; მეხუთე ტომში კი „შიშის ველთან“ ერთად გაეცნობით იმ მოთხრობების ახალ თარგმანებს, რომლებიც თავმოყრილი იყო ართურ კონან დოილის ბოლო კრებულში „შერლოკ ჰოლმსის საქმეთა არქივი“. "
მოუსმინე
წაიკითხე
16.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
დეტექტივი
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941381959
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
392
წიგნის ფორმატი:
14x21
გამოშვების წელი:
2025