
7
იცი, როგორ ემზადებიან ბუები სტუმრად წასასვლელად? არა? მაშინ ეს წიგნი გულდასმით უნდა წაიკითხო. პატარა ბუ ტუსურა თავისმა მეგობარმა ბუ კნაჭომ სტუმრად დაპატიჟა, ერთად ვისაუზმოთ და მერე კარგად გავერთოთო. ჰოდა, აქ დაიწყო ამბავი, რომელიც ძალიან სახალისოც არის და თან კარგ „მანერვებსაც“ გასწავლის. ეს ცოდნა კი ყველგან და ყოველთვის გამოგადგება. ამიტომ არ დაიზარო და გაჰყევი ტუსურას სტუმრად - მასთან და კნაჭოსთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენ. თუმცა მანამდე ტუსურას დედის დარიგებებიც კარგად მოისმინე - ამ წიგნში რაც წერია, ყველაფერი დასამახსოვრებელია. ხომ იცი, რომ ბუ სიბრძნის სიმბოლოა!
ჟანრი:
საბავშვო ამბები
ასაკი:
3-6 წლამდე
ISBN:
9789941380952
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
24
წიგნის ფორმატი:
20.5X22
გამოშვების წელი:
2025