წიგნები

ქართველი ავტორები

არაფერი არ გვემართება

არაფერი არ გვემართება

არაფერი არ გვემართება

9

არაფერი არ გვემართება თაკო წულაიას პირველი წიგნია, რომელიც მცირე ზომის მოთხრობებს აერთიანებს. ტექსტები მხატვრული თვალსაზრისით ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აქვს საერთო — ეს არის ლიტერატურა, რომელიც თითქოს ცხოვრებასთან აკვიატებულ დაპირისპირებაში, კონკურენციაში იბადება. როგორი რეალობაა გამოსადეგი იმისთვის, რომ მისგან ხელოვნება შეიქმნას? რა მოხდება, თუ მწერალი მეტისმეტად ჩვეულებრივი ამბების დაუსრულებელ წრებრუნვაში აღმოჩნდება? ამბების, რომლებიც არაფრით არ არის „საკმარისი“ ლიტერატურისთვის? ავტორი სწორედ ამ შიშებთან შეჯიბრების პირობებში წერს. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ერთი, განსაკუთრებული „შინაგანი ამბავი“, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას — სწორედ ამ საინტერესო ეგზისტენციალურ თემას ეხება მოთხრობების აბსოლუტური უმეტესობა. ხმაურიანი მეზობლებით სავსე კოტეჯში გამოკეტილი მდგმური, გარდაცვლილი მამის სახლში მარტო დარჩენილი ქალიშვილი, ფოტოებიდან გაუჩინარებული ქალი, ბიბლიოთეკარი, რომელიც ათას ოთხას ოთხმოცდაცხრამეტ წერილს აგზავნის ერთი ადრესატის საპოვნელად, სახელდაკარგული უცნობი, სტუდენტი, რომელსაც ინგებორგ ბახმანის სურათი ელაპარაკება, ლიტერატურული კლუბის წევრები თუ პიჯაკად გადაქცეული კაცი — თაკო წულაიას უკლებლივ ყველა პერსონაჟი გვიყვება თავისი ცხოვრების იმ ერთადერთ, შეიძლება ითქვას, დიაგნოსტიკურ ამბავს, რომელზე წერაც ღირს.

ჟანრი:


ქართველი ავტორები

ასაკი:


უფროსებისთვის

ISBN:


9789941381256

წიგნის ენა:


ქართული

ყდის ტიპი:


რბილი

გვერდები:


200

წიგნის ფორმატი:


130X195

გამოშვების წელი:


2025

მსგავსი წიგნები