
არ არის მარაგში
"მატია ფიქრობს, რომ ის და ალიჩე მარტივი რიცხვები არიან, მარტოსული და დაკარგული, ის რიცხვები, რომლებიც გვერდიგვერდ კი დგანან, მაგრამ არც იმდენად, რომ ერთმანეთს შეეხონ, თუმცა მატიას მისთვის ეს არასოდეს უთქვამს... არც აქვს აზრი თქმას, რადგან ორივეს ყმაწვილობაში იმდენი ტკივილი იყო, ფიზიკური თუ სულიერი, რომ ერთად ყოფნა დიდი ტვირთი იქნება, თუმცა კი სცადეს... ""მარტივი რიცხვების მარტოობა"" პაოლო ჯორდანოს პირველი რომანია, რომელიც გამომცემლობა “მონდადორიმ“ 2008 წელს გამოსცა. მატიასა და ალიჩეს სიყვარულისა და მარტოობის ამბავმა სწრაფად დაიპყრო იტალიელი მკითხველის გული. მას შემდეგ წიგნი 36 ენაზე ითარგმნა, ხოლო 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. რომანმა 2008 წელს მოიპოვა პრემიები ""Strega"" და ""Campiello-Opera Prima"".
მოუსმინე
წაიკითხე
14.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941383939
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
272
წიგნის ფორმატი:
14x21
გამოშვების წელი:
2024