
10
მარაგშია
მკითხველს ვთავაზობთ ”მსოფლიოს ისტორიის“ ხუთტომეულს ხუთ წიგნად აკინძულ გამოცემას, რომელშიც ჩვენი სამყაროს თავგადასავა- ლია მოთხრობილი, დასაბამიდან დღემდე. თხუთმეტი მილიარდი წლის წინათ მომხდარი ამბებით, პლანეტათა შექმნის ისტორიით ვიწყებთ თხრობას, ვაკვირდებით სიცოცხლის ჩასახვის საოცარ სურათს და მივყვებით სახეობათა ევოლუციის ჯაჭვს, რომლის ბოლოშიც მოქცეულა ადამიანი. დედამიწის სხვადასხვა კონტინენტზე არსებული უძველესი ცივილიზაციების ჩასახვის, განვითარებისა და დაღუპვის ძალზე საინტერესო ამბებს გავუყვებით; გადავშლით კაცობრიობის ისტორიის საამაყო და სამარცხვინო ფურცლებს გიამბობთ უდიდეს გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და კონტინენტების ათვისებაზე, კოლონიებისა და იმპერიების შექმნაზე, განმანათლებლობის ეპოქასა და რენესანსზე, ომებსა და რევოლუციებზე... ”მსოფლიოს ისტორიის“ ეს გამოცემა მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. მას ინტერესით გაეცნობა ყველა, ვინაიდან დაწერილია ლაკონიურად, ყველასთვის გასაგები ენით დიდი ამბები პატარ-პატარა თავებადაა დაყოფილი. წიგნი გაჯერებულია ილუსტრაციებით, უნიკალური ფოტომასალითა და კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი გამოსახულებებით.
მოუსმინე
წაიკითხე
27.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
შემეცნებითი წიგნები
ISBN:
9789941359460
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
324
წიგნის ფორმატი:
19,8x25,3
გამოშვების წელი:
2024