სასაკლაო 5

სასაკლაო 5

3

მარაგშია

„სასაკლაო 5 ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა“ მეორე მსოფლიო ომზე დაწერილ საუკეთესო წიგნებს შორისაა. რომანი, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულია. ომში მოხალისედ წასული კურტ ვონეგუტი არდენის სპეცოპერაციისას დაატყვევეს და ჯერ ბერლინში, ხოლო მოგვიანებით, დრეზდენის შრომით ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ყოფილი ცხოველთა სასაკლაოს ტერიტო- რიაზე იყო. სწორედ სასაკლაოს სარდაფის წყალობით გადაურჩა ვონეგუტი სიკვდილს, როცა 1945 წლის თებერვალში მოკავშირეებმა დრეზდენი მიწასთან გაასწორეს. მთავარი პერსონაჟი ბილი პილგრიმი მთელი რომანის განმავლობაში დროში მოგზაურობს აქ ერთმანეთშია გადაწნული მისი ბავშვობის დროინდელი ამბები, ომი, ტყვეობა, დრეზდენის დაბომბვა, ომისშემდგომი ცხოვრება და პლანეტა ტრალფამადორი, სადაც ის მფრინავი თეფშით გადაიყვანეს და იქაურ ზოოპარკში გამოამწყვდიეს. ამბებიც ისეთივე დინამიკური და კონტრასტულია, როგორიც თხრობის სტილი, რომელსაც თვითონ მწერალი „ტელეგრაფიულ-შიზოფრენიულს“ უწოდებს და სადაც ერთმანეთს ენაცვლება უკიდურესად ტრაგიკული დაუჯერებელი, გროტესკული და კომიკური პასაჟები.

მოუსმინე

წაიკითხე

16.95₾


რაოდენობა

1

თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი

რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი

50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება

deliverydetails
  • თბილისი 5.00₾ - შეძენიდან 4 სამუშაო დღე.
  • რეგიონები 8.00₾ - შეძენიდან 7 სამუშაო დღე.
  • 50.00₾ და მეტი ღირებულების შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება.
  • ჟანრი:


    მხატვრული ლიტერატურა

    ასაკი:


    უფროსებისთვის

    ISBN:


    9789941383120

    წიგნის ენა:


    ქართული

    ყდის ტიპი:


    მაგარი

    გვერდები:


    234

    გამოშვების წელი:


    2024

    კურტ ვონეგუტი

    ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტი დაიბადა 1922 წელს ინდიანაპოლისში. ვონეგუტი მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. ომის დამთავრების შ... სრულად

    კურტ ვონეგუტი
    სრულად

    მსგავსი წიგნები