
მარაგშია
ბიჭი გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?..ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ წამში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს მომავალს და ჯიუტად ამბობს: „მე დავბრუნდები“.
მოუსმინე
წაიკითხე
11.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
საბავშვო ამბები
ასაკი:
8-12 წლამდე
ISBN:
9789941357107
გვერდები:
76
წიგნის ფორმატი:
140x210
გამოშვების წელი:
2023