_feec822b7cebe07669cae42f3aa95138.png)
9
მარაგშია
"მას დიდ ინგლისელ მწერალად, ვიქტორიანული ეპოქის ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლად, ქალის ფსიქოლოგიის უბადლოდ მცოდნე მწერალად მოიხსენიებენ, თუმცა ბრიტანული ლიტერატურის პირველი ლედის სტატუსი ყველა შეფასებაზე უკეთ გამოხატავს ჯეინ ოსტინისადმი როგორც ლიტერატურის კრიტიკოსთა, ისე მკითხველის დამოკიდებულებას. „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ოსტინის ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებად, ინგლისურ ლიტერატურაში ყველაზე პოპულარულ რომანად და მილიონობით მკითხველის საყვარელ წიგნადაა მიჩნეული. ბენეტებს ხუთი ქალიშვილი ჰყავთ და ოჯახის მომავლის სიმყარისთვის ერთი ქალიშვილი მაინც უნდა გათხოვდეს მდიდარზე. ოჯახი და საზოგადოება, პიროვნება და სოციუმი – ეს ჩვეულებრივი თანაცხოვრება და მოცემულობა კი არა, ერთგვარი დაპირისპირებაა: ოჯახი საზოგადოების წესებისა და მოთხოვნების მძევალია, პიროვნების ინდივიდუალიზმს კი სოციუმი მართავს. ამ რეალობის სიმძაფრეს ჯეინ ოსტინი შეფარული სარკაზმითა და პერსონაჟთა ღრმა და საინტერესო პორტრეტებით, ხასიათთა მრავალფეროვნებით ხატავს."
მოუსმინე
წაიკითხე
14.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941354441
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
400
წიგნის ფორმატი:
14/21
გამოშვების წელი:
2022