
მარაგშია
ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა; ფილოსოფიაც თავისებური აქვს - ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის. საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე - თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი? „როგორ ვიცხოვროთ - ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა - შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ." - ივანე ამირხანაშვილი
მოუსმინე
წაიკითხე
14.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
ქართველი თანამედროვე ავტორები
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941382628
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
392
წიგნის ფორმატი:
13X19,5
გამოშვების წელი:
2019