
მარაგშია
ქართველებს ბასკებსა და კორსიკელებს გვამსგავსებენ. საკმარისია, ჩვენ შორის ამა თუ იმ მსგავსებაზე ჩამოვარდეს სიტყვა, უცნაურად გავხალისდებით ხოლმე. არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, როგორც ჩანს, მარტოობის ერებსაც ეშინიათ. ერსაც სჭირდება რწმენა, რომ ვიღაც ჰგავს. ჰოდა, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ქართველები და ნიგერიელებიც ვგავართ ერთმანეთს? წარმოიდგენდით, რომ სადღაც, აფრიკის კონტინენტზე ადამიანები ზუსტად ჩვენსავით ცდილობენ თავი დააღწიონ ჩარჩოებს ან შეინარჩუნონ ჩარჩოები, რომლებიც თავად დაუდგენიათ, როგორც ჩვენ? წარმოიდგენდით, რომ ნიგერიაში, იქ, სადაც რწმენა მეტ სიჭრელეს იტანს, სინამდვილეში, ღმერთი ჩვენსავით სწამთ? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სურთ სამშობლოდან გადახვეწილ ახალგაზრდა გულდაკოდილ ნიგერიელებსა და სხვა აფრიკელებს? მათ სურთ გაჯანსაღებული იხილონ თავიანთი მიწა. რასიზმი რასისტების გარეშე წარმოგიდგენიათ? რა შეიძლება აწუხებდეს ახალგაზრდა ნიგერიელ ქალს? რა უნდა ტანჯავდეს ნიგერიელ მამაკაცს? ყველა განსაცდელის წამალს რა ჰქვია, იცით? _ სუფთა გული, იგბოს ენაზე, ობიოჩა.
მოუსმინე
წაიკითხე
12.58₾
27.95₾
-55%
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941325403
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
გვერდები:
688
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2021