
3
არ არის მარაგში
„შურისძიებას აცვია პრადა“ ლორენ ვაისბერგერის საკულტო ბესტსელერის, „ეშმაკს აცვია პრადას“, გაგრძელებაა და მკითხველს ათი წლის შემდეგ კვლავ აბრუნებს მოდისა და ნიუ-იორკის ელიტური საზოგადოების კულისებში. ენდი საქსი, ახლა უკვე წარმატებული რედაქტორი და გამომცემელი, ემილი ჩარლტონთან — მირანდა პრისტლის ყოფილ ასისტენტთან ერთად აარსებს პრესტიჟულ საქორწინო ჟურნალ „პლანჟს“ , რომელმაც ადგილი დაიმკვიდრა მაღალ საზოგადოებაში. თუმცა, გარეგნული წარმატების მიღმა, მათი ცხოვრება სავსეა კონკურენციითა და დაუფარავი დაძაბულობით. ენდისა და ემილის მეგობრობა გამოცდის წინაშე დგება¬ — კარიერული ამბიციები და პირადი არჩევანი ნელ-ნელა ბზარს აჩენს მათ ურთიერთობაში. ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს მირანდა პრისტლის დაბრუნება, ქალის, რომლის გავლენაც კვლავ განსაზღვრავს პერსონაჟთა ბედს. ირონიული და სატირული ტონით დაწერილი რომანი მწვავედ და გონივრულად ასახავს ძალაუფლების მექანიზმებს, წარმატების ნამდვილ ფასს და შურისძიების მაცდურ, მაგრამ სახიფათო ბუნებას. "
მოუსმინე
წაიკითხე
16.95₾
რაოდენობა
თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი
რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი
50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება
ჟანრი:
მხატვრული ლიტერატურა
ასაკი:
უფროსებისთვის
ISBN:
9789941386084
წიგნის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
გვერდები:
416
წიგნის ფორმატი:
14X21
გამოშვების წელი:
2026