logo
basket
flag

წიგნები

მხატვრული ლიტერატურა

სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება

სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება

სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება

6

არ არის მარაგში

`მე ამერიკელი მწერალი ვარ, რუსეთში დავიბადე, განა- თლება კი ინგლისში მივიღე, სადაც ფრანგულ ლიტერატურას ვსწავლობდი, რის შემდეგაც თხუთმეტი წლით გერმანიაში გადავსახლდი~, — წერდა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი ვლადიმირ ნაბოკოვი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. მას უყვარდა იმის ხაზგასმა, რომ იმავე დღეს მოევლინა ამ ქვეყანას, როდესაც შექსპირი დაიბადა, და პუშკინის დაბადებიდან ასი წლის შემდეგ. ვლადიმირ ნაბოკოვი რუსულად და ინგლისურად ქმნიდა შესანიშნავ ნაწარმოებებს, თუმცა შვეიცარიაში გარდაიცვალა და ბედის ირონიით, ამ ორი დიდებული ენიდან უპირატესობა თითქოს ვერც ერთს ვერ მიანიჭა. მისი საფლავის მოკრძალებულ ქვაზე ფრანგულად წერია: `ვლადიმირ ნაბოკოვი. მწერალი. 1899-1977~. თავისი პირველი ინგლისურენოვანი რომანი, `სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება~, მწერალმა პარიზში, 1938 წლის მიწურულს და 1939 წლის დამდეგს დაწერა. წიგნი მოგვითხრობს ახალგაზრდა რუსი ემიგრანტის გარდაცვლილი ნახევარძმის, მწერალ სებასტიან ნაითის ცხოვრების ისტორიას, რომელიც ნაცნობ-მეგობრების მოგონებებს ემყარება, მაგრამ ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ მთხრობელი ცდილობს ძმის წიგნებიდან ამოიკითხოს, როგორ ცხოვრობდა იგი ინგლისში დასახლების შემდეგ, რათა ნაწილ-ნაწილ ააწყოს მისი პორტრეტი.

მოუსმინე

წაიკითხე

9.95₾


რაოდენობა

1

თბილისი 4 სამუშაო დღე - 5 ლარი

რეგიონი 6 სამუშაო დღე - 8 ლარი

50 ლარიდან შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება

deliverydetails
  • თბილისი 5.00₾ - შეძენიდან 4 სამუშაო დღე.
  • რეგიონები 8.00₾ - შეძენიდან 7 სამუშაო დღე.
  • 50.00₾ და მეტი ღირებულების შენაძენზე უფასო საკურიერო მომსახურება.
  • ჟანრი:


    მხატვრული ლიტერატურა

    ასაკი:


    უფროსებისთვის

    ISBN:


    9789941243332

    წიგნის ენა:


    ქართული

    ყდის ტიპი:


    რბილი

    გვერდები:


    223

    წიგნის ფორმატი:


    13.7X21

    გამოშვების წელი:


    2016

    თარგმანი:


    პაატა ჩხეიძე

    ვლადიმირ ნაბოკოვი

    რუსი-ამერიკელი მწერალი. პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები დაწერა რუსულად, თუმცა საერთაშორისო აღიარება, როგორც პროზაიკოსს, ინგლისურ... სრულად

    ვლადიმირ ნაბოკოვი

    ვლადიმირ ნაბოკოვი

    ვლადიმირ ნაბოკოვი

    რუსი-ამერიკელი მწერალი. პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები დაწერა რუსულად, თუმცა საერთაშორისო აღიარება, როგორც პროზაიკოსს, ინგლისურ... სრულად

    სრულად

    მსგავსი წიგნები