ალექსანდრე დიუმა
წლები: 24 ივლისი 1802- 5 დეკემბერი 1870
ალექსანდრ დიუმა (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრ დიუმას მამა. 1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.