ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22ae066b38.28180192.jpg

ოსკარ უაილდი

წლები: 16 ოქტომბერი 1854- 30 ნოემბერი 1900

ოსკარ ფინგალ ო’ფლაერტი უილს უაილდი - 1854 წლის 16 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა, ქალაქში, რომელმაც მსოფლიოს არაერთი სახელოვანი მწერალი აჩუქა. ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. გვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.