მიხაილ ბულგაკოვი
წლები: 15 მაისი 1891- 10 მარტი 1940
დაიბადა ქალაქ კიევში რუსი მშობლების ოჯახში (მამა – აფანასი ბულგაკოვი, კიევის სასულიერო აკადემიის დოცენტი; დედა – ვარვარა პროკოვსკაია). 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ბულგაკოვის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები თარიღდება ადრეული 20-იან წელებით. 1922–1924 წელებში დაწერა ნოველა „თეთრი გვარდია“, რომლის საფუძველზე შეიქმნა პიესა „ტურბინების დღეები“. მოგვიანებით დაიწერა მოთხრობა „ძაღლის გული“ (1925). სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“.