მარკ ტვენი
წლები: 30 ნოემბერი 1835- 21 აპრილი 1910
სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი- ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) ფსევდონიმით — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპული სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან. მწერალი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იმსახურებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა.