
თეა თოფურია
წლები: 26 ოქტომბერი 1977-
თეა თოფურია ქართველი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტია. დაიბადა 1977 წელს სოხუმში. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო. იგი წერს როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის და გამოცემული აქვს პროზაული და პოეტური კრებულები, საბავშვო წიგნები და რომანები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ ენაზე. თეა თოფურია სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ნომინანტი და ლაურეატია.