
ალექსანდრე ელოშვილი
წლები: -
ალექსანდრე ელოშვილი - თეატრის რეჟისორი, სცენარისტი, ქოფირაითერი, მწერალი, ბლოგერი და ინფლუენსერი, განათლებით თეატრის რეჟისორია, სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიში (დრამის რეჟისურის ფაკულტეტი. გიგა ლორთქიფანიძის სახელოსნო). ზოგადი განათლება მიიღო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში (1 საჯარო სკოლა), მიღებული აქვს პროფესიული მუსიკალური განათლება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში - ფლეიტის მიმართულებით.[1] პატარა ასაკიდან მონაწილეობდა თეატრალურ სარდაფის თეატრალურ დადგმებში როგორც მსახიობი, დღეისთვის, თავად არის 25-მდე თეატრალური დადგმის ავტორი. მისი რეჟისორობით სპექტაკლები დაიდგა მარჯანიშვილის[2] და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონალურ თეატრებში.[3] ალექსანდრე არის არაერთი ღონისძიების ავტორი, შემოქმედებითი პლატფორმის ,,არტ რესპუბლიკა“, ფესტივალის ,,არტ ბანაკი“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი[4], საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,ანწუხელიძის ფონდი“ დამფუძნებელი. 2023 წლის ნოემბრიდან Linton Academy-ის მოწვეული ტრენერი. სასწავლო მოდულის „ქოფირაითინგი“ ავტორი. სანდრო ელოშვილს, პირად გვერდზე 17 000 მეტი მიმდევარი ჰყავს[5]. სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნის ,,რომანი.ge” რამდენი ეპიზოდი,[6] რომელიც დასრულებული სახით არავის უნახავს. ,,რომანი.ge“ ელოშვილის პირველი დასრულებული ნაწარმოებია. სწორედ ეს ნაწარმოები გვინდა წარვადგინოთ კონკურსში ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“.