https://api.palitral.ge/storage/author/rmRzu3XMxLtLEQv4OuSTJ0Bu5uJo3SVhUO37Qx7M.jpg

ჟან ჟიონო

წლები: 30 მარტი 1895- 8 ოქტომბერი 1970

ჟან ჟიონო (ფრანგ. Jean Giono) 一 ფრანგი მწერალი. მის ნაწარმოებთა უმრავლესობაში მოქმედება პროვანსში მიმდინარეობს. ჟიონო ფეხსაცმლის მწარმოებლისა და მრეცავის ოჯახსი დიაბადა, თავისი ბავშვობის უდიდესი ნაწილი კი მან მანოსკში გაატარა. ადგილობრივ სკოლაში სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ბანკში კლერკად იწყებს მუშაობას 一 ეს პირველ მსოფლიო ომამდე, სადაც მოხალისედ წავიდა. 1919 წელს ის უბრუნდება საბანკო საქმიანობას, ერთი წლის შემდეგ კი ცოლად მოჰყავს ბავშვობის მეგობარი, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა. 1930 წელს, მას შემდეგ, რაც თავისმა პირველმა ნაწარმოებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ტოვებს საბანკო სამსახურს და მთელ ყურადღებას სამწერლობო საქმიანობისკენ მიმართავს. 1953 წელს მიენიჭა პრინც რენიერის სახელობის პრემია, მოგვიანებით გახდა გონკურის აკადემიის წევრი (1954), შევიდა მონაკოს ლიტერატურულ საბჭოში (1963).