https://api.palitral.ge/storage/author/hjri2MUfTW4eg9YQvAv6tEtPgjKumYE43eL0S5sA.jpg

ნათია ჟვანია

წლები: -

ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი. დაიბადა 1984 წლის 28 ოქტომბერს ბაღდათში. 2007 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტი. 2005-2006 წლებში სწავლის პარალელურად მუშაობდა ცენტრალური კავშირის(ე.წ. „ცეკავშირის“) პრესასთან და საზოგადოებასთან სამსახურის უფროსად. 2021 წელს მისი ნამუშევარი — „ქალის ხმა“ — მოხვდა „თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში გამოცხადებული დებიუტანტი ავტორების კონკურსის საუკეთესო ათეულში. 2022 წლიდან დღემდე მუშაობს წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელად. უძღვება სკოლის ბაზაზე არსებული წიგნის კლუბ „გიორგელების“ საქმიანობას.