logo
basket
flag
https://api.palitral.ge/storage/author/xFV2IR26diaJwfI2BQvIJKsD5er3gTgtIQ7KN5ex.jpg

თამუ ლოლა რობინსონი

წლები: -

ბავშვთა კვების კონსულტანტი და ნუტრიციის ქოუჩი თამუ ლოლა რობინსონი მთელი გულით ცდილობს, მშობლებსა და აღმზრდელებს დაეხმაროს ბავშვებისთვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. მას აქვს მრავალი პრესტიჟული სერტიფიკატი მსოფლიოში ცნობილი ინსტიტუტებიდან, მათ შორის: სტენფორდის უნივერსიტეტის კვების მეცნიერებისა და ბავშვთა კვების კურსები, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მდგრადი კვების გეგმის დიზაინის სერტიფიკატი და ინტეგრირებული ნუტრიციოლოგიის ინსტიტუტის კურსები. ასევე ფლობს ბავშვთა კვების დიპლომს „ექსელენსის ცენტრიდან“, გრან დიპლომს ფრანგული კულინარიული ინსტიტუტიდან და „ლე კორდონ ბლუს“ სერტიფიკატებს. ავტორს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს რესტორნის მართვასა და კერძო კონსულტაციაში, ამერიკაში ორი ათწლეულის ცხოვრების შემდეგ, სადაც მან თავისი კარიერა ააგო და პროფესიული გამოცდილება შეიძინა, ავტორი დაბრუნდა საქართველოში და აქ, საკუთარ სამშობლოში დაიწყო ახალი და ამაღელვებელი – დედობის გზა. ახლა ის სამი შვილის დედაა და ყოველდღიურად დგას იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც ჩვილებისა და პატარებისთვის ჯანსაღი კვების შეთავაზებისას წარმოიქმნება.