დეიმონ გალგუტი
წლები: -
დეიმონ გალგუტი (დ. 12 ნოემბერი, 1963) — სამხრეთაფრიკელი მწერალი და დრამატურგია. 2021 წლის 3 ნოემბერს ბუკერის პრემია მიიღო რომანისათვის, „პირობა", რომელიც, ჟიურის შეფასებით, უჩვეულო თხრობის სტილში ფოლკნერისეულ სიუხვესა და ნაბოკოვისეულ სიზუსტეს აერთიანებს. 2003 და 2010 წლების შემდგომ დეიმონ გალგუტი – ავტორი, რომელმაც პირველი რომანი 17 წლის ასაკში დაწერა, უკვე მესამედ მოხვდა მონაწილეთა მოკლე, ექვსი წევრისაგან შემდგარ სიაში და ამ ჯერზე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა.