ვლადისლავ შპილმანი
წლები: -
ვლადისლავ შპილმანი (დ. 5 დეკემბერი, 1911 გ. 6 ივლისი, 2000) — ებრაული წარმოშობის პოლონელი პიანისტი და კომპოზიტორი. მის ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული რომენ პოლანსკის 2002 წლის ფოლმი „პიანისტი“. შპილმანი ფორტეპიანოზე დაკვრას ბერლინისა და ვარშავის მუსიკალურ აკადემიებში სწავლობდა. იგი პოლონეთში ცნობილი სასცენო და რადიო შემსრულეველი გახდა. ქვეყანაში ნაცისტური გერმანიის შეჭრის შემდეგ შპილმანი ორი წელი მიმალვაში იმყოფებოდა. მას დაეხმარა გერმანელი ოფიცერი, ვილმ ჰოზენფილდი, რომელიც ნაციზმის წინააღმდეგი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შპილმანმა განაახლა თავისი კარიერა პოლონეთის რადიოში. პიანისტობის გარდა იგი კომპოზიტორიც იყო. მისი შემოქმედება ასობით სიმღერას და მრავალ საორკესტრო ნამუშევარს მოიცავს.