ავტორის დეტალური

ზურაბ აბაშიძე

წლები: 11 ივნისი 1951-

ზურაბ აბაშიძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1978-1980 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის გენერალურ საკონსულოში ინდოეთში (ქ. მუმბაი), 1984-1988 წლებში კი - საბჭოთა კავშირის საელჩოში ესპანეთში. 1993-2000 წლებში იყო საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში, ნატოსა და ევროკავშირთან დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი, ხოლო 2000-2004 წლებში - ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 2012 წლიდან არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას: არის ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ავტორია წიგნებისა: „ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობისკენ?“, „ცივი ომი: წარსული თუ დღევანდელობა?“, „დანგრეული კედლის ჩრდილში“.