27 დეკემბრიდან მიღებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება 8 იანვრიდან
ჭაბუა ამირეჯიბი
წლები: -
ჭაბუა ამირეჯიბი მზეჭაბუკი (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი) — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1994) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999), თბილისის საპატიო მოქალაქე (2001), ღირსების ორდენის (2001), ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებისა და წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი (2009). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება“.