ჩარლზ ბუკოვსკი
წლები: -
ჩარლზ ბუკოვსკი (ინგლ. Henry Charles Bukowski; დაბადებით ჰაინრიხ კარლ ბუკოვსკი ინგლ. Heinrich Karl Bukowski; დ. 16 აგვისტო, 1920, ანდერნახი, პრუსია, გერმანია — გ. 9 მარტი, 1994, ლოს-ანჯელესი, აშშ) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი. ე. წ. „ბინძური რეალიზმის“ (ინგლ. Dirty Realism) მიმდინარეობის წარმომადგენელი. ბუკოვსკის წერის მანერაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისი ქალაქის, ლოს-ანჯელესის, სოციალურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა პირობებმა. მის ნაწარმოებებში აღწერილია ხელმოკლე ამერიკელების ყოველდღიური ცხოვრება, ალკოჰოლი, ურთიერთობა ქალებთან, ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა. ბუკოვსკის დაწერილი აქვს ათასობით ლექსი, ასობით მოთხრობა და ექვსი რომანი, რომლებიც ერთობლივად ექვს წიგნად არის გამოცემული.