ქარდა ქარდუხი
წლები: -
1974 წლის 11 მარტს დაიბადა სოხუმის რაიონ სოფელ შრომაში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და 1991 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ისტორიის განხრით, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. მისი პირველი ნოველა „აღელდი პონტო“ გამოქვეყნდა გაზეთ „აჭარაში“ 1994 წელს. იმავე წელს მოთხრობა „ვარსკვლავმორბედი“ დაიბეჭდა კრებულში „მზე მოვა ვიდრე“. აქვეყნებდა თარგმანებს ამერიკული პოეზიიდან. 2001 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „მნათობი“, „ცისკარი“, „ლიტერატურული პალიტრა“,„ჭოროხი“, „ჩვენი მწერლობა“.