ენ ბრონტე
წლები: -
ინგლისელი პროზაიკოსი და პოეტი ენ ბრონტე დაიბადა 1820 წელს თორნტონში (იორკშირი), 1846 წელს მან, უფროს დებთან ერთად, გამოაქვეყნა პოემების ერთობლივი კრებული, სადაც ის ფსევდონიმით Acton Bell იყო მოხსენიებული. მისი პირველი რომანი „აგნეს გრეი“ „ქარიშხლიან უღელტეხილთან“ ერთად 1847 წელს დაიბეჭდა. მისი რიგით მეორე რომანი „მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“ 1848 წელს გამოიცა და ერთ-ერთ პირველ მკაფიოდ ფემინისტურ რომანად მიიჩნევა.