27 დეკემბრიდან მიღებული შეკვეთების ჩაბარება დაიწყება 3 იანვრიდან
რადიარდ კიპლინგი
წლები: - 18 იანვარი 1936
ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი — ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველსიტი. კრიტიკოსებისა და მითხველების მიერ მის საუკეთესო ნაწარმოებებად მიჩნეულია: „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book), „კიმი“ (Kim), ლექსი «უკანასკნელი სიმღერა» (Recessional). 1907 წელს კიპლინგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატი ხდება. იმავე წელს ჯილდოვდება პარიზის, სტრასბურის, ათენისა და ტორონტოს უნივერსიტეტებისგან. ასევე დაჯილდოებულია ოქსფორდის, კემბრიჯის, ედინბურგისა და დარემის უნივერსიტეტების საპატიო ხარისხით. კიპლინგის ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში. რადიარდ კიპლინგი დაიბადა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში, ადგილობრივი სკოლის პედაგოგ ჯონ ლოკვუდ კიპლინგისა და ალისა კიპლინგის (მაკდონალდი) ოჯახში. სახელი რადიარდი ბავშვმა მიიღო ინგლისის ტბის პატივსაცემად, რომელთანაც მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი. ცხოვრების საწყისი და ბედნიერი წლები რადიარდმა ინდოეთის ეგზოტიკურ ბუნების გაცნობაში გაატარა