ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22aec1f904.68072201.jpg

ტონი მორისონი

წლები: 18 თებერვალი 1931- 5 აგვისტო 2019

ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1993). დაიბადა აფრო-ამერიკელ, აშშ-ის სამხრეთი შტატებიდან გადასახლებულ მუშათა ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდისა (1949–1953) და კორნელის (1953–1955) უნივერსიტეტებში; მუშაობდა რედაქტორად გამომცემლობაში (1965–1983), ასწავლიდა აშშ-ის უნივერსიტეტებში, მათ შორის პრისტონის უნივერსიტეტში (1989–2006). ტონი მორისონის ლიტერატურული კარიერა დაიწყო რომან „ყველაზე ცისფერი თვალები“ („The bluest eye“, 1970) გამოქვეყნებით, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა შავკანიანი გოგონას მძიმე ბედი. რასობრივი ჩაგვრის თემებმა მომავალი განვითარება ჰპოვეს რომანში „სოლომონის სიმღერა“ („Song of Solomon“, 1977), რომლის ცენტრში გმირის მიერ საკუთარი „მეს“ ძიება და გააზრებაა;