ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22aeaaa1e9.45180655.jpg

ხორხე ლუის ბორხესი

წლები: 24 აგვისტო 1899- 14 ივნისი 1986

ხორხე ლუის ბორხესი - არგენტინელი მწერალი და პოეტი. ბორხესს ზოგიერთი მაგიური რეალიზმის ლათინო ამერიკული სკოლის ფუძემდებლად მიიჩნევს და გაბრიელ გარსია მარკესთან ერთად XX საუკუნის სამხრეთ ამერიკული ფიქციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავტორად ასახელებს. სხვები კი მასში უნივერსალურ მწერალს ხედავენ. მის ნაწარმოებებში ხშირია სიმბოლოების, სარკეების, ლაბირინთების, რეალობისა და პიროვნების თემა. ბორხესს ეკუთვნის ასევე მოკლე ბიოგრაფიები და გრძელი ფილოსოფიური ესეები მეტყველების, დიალოგის, აზროვნებისა და მათი ურთიერთმიმართების შესახებ.