ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/imported/author/author60cb22ae844f52.35729819.png

უილიამ შექსპირი

წლები: 23 აპრილი 1564- 3 მაისი 1616

უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმნის, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის, რ. არდენის ქალიშვილის, მერის ოჯახში. უილიამის დაბადებიდან მალე ჯონ შექსპირი ქალაქის მერი გახდა. შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა.