ვიქტორ ჰიუგო
წლები: 26 თებერვალი 1802- 22 მაისი 1885
ვიქტორ-მარი ჰიუგო (ფდ. 26 თებერვალი, 1802, ბეზანსონი — გ. 22 მაისი, 1885, პარიზი) — ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი. საფრანგეთში ჰიუგოს სამწერლო რეპუტაცია, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა მის პოეტურ და დრამატულ შემოქმედებას და მხოლოდ შემდეგ მის რომანებს. პოეზიის მრავალ ტომთა შორის „განჭვრეტა“ და „საუკუნეთა ლეგენდა“ განსაკუთრებით გამორჩეულია, რის გამოც ჰიუგოს ხშირად უდიდეს ფრანგ პოეტს უწოდებენ. საფრანგეთს გარეთ, მისი ყველაზე უკეთ ცნობილი ნამუშევრებია რომანები „საბრალონი“ და „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.