ბლოგი

მოუსმინე, წაიკითხე და შეიძინე წიგნები ერთ სივრცეში

სურვილების სია

26 აგვისტო 2024 წ.

ახალი აპლიკაცია საქართველოში: საუკეთესო არჩევანი წიგნის მოყვარულთათვის


წარმოიდგინეთ აპლიკაცია, რომელიც ერთდროულად აუდიოწიგნების მოსმენის საშუალებასაც მოგცემთ, წიგნების ელექტრონულ ვერსიებსაც დაიტევს და, რაც მთავარია, ფიზიკური წიგნების გამოწერას ძალიან გაამარტივებს! მკითხველების ოცნება სწორედ ასე გამოიყურება, არა?


ძალიან კარგი ამბავი გვაქვს! Საქართველოს ბაზარზე მკითხველებისთვის საინტერესო აპლიკაცია - PalitraL გამოჩნდა, რომელიც სწორედ ამ ყველაფერს ხდის შესაძლებელს. ახალ აპლიკაციაში “გუდას” და პალიტრა L-ის უნიკალური კოლექციები ერთიანდება.


შეთავაზებები


მზად ხარ, ყოველდღიური, დამღლელი საქმიანობები საინტერესო გადახადო?

 

  • თუ აპლიკაციას გადმოწერ და დარეგისტრირდები, 1 სექტემბრამდე აპლიკაციაში არსებულ ყველა აუდიო წიგნზე უფასო წვდომა გექნება. 


გვესმის, რომ თანამედროვე ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, ამიტომ თუ წიგნების კითხვისთვის დროს ვერ პოულობ, საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური მოსაწყენი საქმეების კეთებისას, მანქანის ტარებისას თუ დასვენებისას თქვენს განვითარებაზე იზრუნოთ და ჩვენი აუდიო წიგნების დახმარებით დრო საინტერესოდ გაატაროთ.


აუდიო წიგნების დადებით მხარეებზე ლაპარაკი კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, აპლიკაციას გადმოწერთ და თავადვე გამოცდით. აპლიკაციის აუდიო წიგნების ბიბლიოთეკა ამჟამად 400-მდე წიგნს მოიცავს და მის გამდიდრებაზე მუდმივად ვმუშაობთ.


კიდევ ერთი საინტერესო შეთავაზება მინდა გაგიზიაროთ, მაგრამ იმისთვის, რომ შეთავაზებით ისარგებლოთ, აუცილებელია, იჩქაროთ! აპლიკაციაში დარეგისტრირებულ პირველ 100 მომხმარებელს ბალანსზე 10 ლარი დაერიცხება. ამ თანხის გამოყენებას კი ისე შეძლებთ, როგორც მოგესურვებათ.


ამასთან ერთად, აპლიკაციაში დარეგისტრირებულთათვის ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სერიის - “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” და პალიტრა L-ის ახალი სერიის, “კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, წიგნები განსაკუთრებულ ფასად, 10 ლარად გაიყიდება. არ დაგავიწყდეთ, საკურიერო მომსახურება 50 ლარიდან ზემოთ შენაძენზე უფასოა.


ოქტომბრის თვიდან კი აპლიკაციას ელექტრონული წიგნებიც ხელმისაწვდომ ფასად დაემატება.


ეს ყველაფერი კი პალიტრა L-ის გრძელვადიანი წარმატების შედეგია. გამომცემლობა წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და უკვე ათასობით წიგნი აქვს გამოცემული.


არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა და გაეცანით თქვენი საყვარელი ლიტერატურას სრულიად ახალი ფორმატით!


აპლიკაცია მუშაობს სატესტო რეჟიმში. ამიტომ თქვენი ნებისმიერი უკუკავშირი დაგვეხმარება აპლიკაციის გამართვაში.


ჩამოტვირთე აპლიკაცია IOS ANDROID


facebook

გაზიარება

კომენტარი

Rated stars out of 5
0

სხვა სტატიები