სტენდალი
წლები: 23 იანვარი 1783- 23 მარტი 1842
სტენდალი — ფრანგი მწერალი. სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მისი ადრინდელი ნაწარმოებები „აზრები. ახალი ფილოსოფია“, კომედიები: „ორი კაცი“, „ლიტელიე“, „წერილები პოლინისადმი“ და სხვა XX საუკუნის 30-იან წლებში გამოქვეყნდა. 1817 წელს გამოქვეყნდა სამი ნაშრომი: „პაილნის, მოცარტისა და მეტასტაზიოს ცხოვრება“, „ფერწერის ისტორია იტალიაში“ და „რომი, ნეაპოლი და ფლორენცია“, „გასეირნება რომში“ (1829), „ტურისტის ჩანაწერები“ (1838), „სიყვარულის შესახებ ტრაქტატი“ (1822), მწერლის შედევრებად მიჩნეულია რომანები: „წითელი და შავი“ (1830), „პარმის სავანე“ (1839). ამ ორ მონუმენტურ რომანს წინ უძღოდა „იტალიური ქრონიკები“. სტენდალს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშები, ავტობიოგრაფიული მოთხრობები: „ეგოისტის მოგონებები“ (1833), „ანრი ბრიულარის ცხოვრება“ (1835).